ჭიათურაში პოლიციელებისაგან მუშის ცემის და დაკავების ფაქტს აპროტესტებენ
ჭიათურაში პოლიციის მაღალჩინოსნებს მაღაროელის ცემაში ადანაშაულებენ. შემთხვევა „ჯორჯიან მანგანეზის“ ტერიტორიაზე დღეს მოხდა. მომხდარი ფაქტი მაღაროელების მღელვარების მიზეზი გახდა.
ფაქტის თვითმხილველების განცხადებით, კომპანიაში მოსული პოლიციელები მუშებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და დაკარგული ძრავის ნაწილის გამოჩენს თხოვდნენ, რა დროსაც ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მუშებით თქმით, დაკავებულ ზაზა ჩინჩლაძეს გულის პრობლემები აქვს. ის უკვე ჭიათურიდან საჩხერის სასამართლოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, ზაზა ჩინჩალაძე სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებითაა დაკავებული.
შსს-ს განცხადებით, ჭიათურაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა, 1965 წელს დაბადებული ზ.ჩ., პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავა.
" 2 ოქტომბერს, სამართალდამცველები ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“-მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ე.წ. „ცდფ“-ის ტერიტორიაზე მომხდარი ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ, რა დროსაც ამავე კომპანიის თანამშრომელმა - ზ.ჩ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს. დაკავებული ზ.ჩ. სასამართლოში არის გადაყვანილი.
გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს"-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















