ჭიათურელი მაღაროელები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ
ჭიათურელი მაღაროელები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათ შორის 3 ადამიანი შიმშილობს. ისინი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ, რათა პირდაპირ ესაუბრნენ იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ და ასევე, მოსთხოვონ დაკავებული მაღაროელების გათავისუფლება. ითხოვენ უსაფუძვლოდ დაკავებულების გათავისუფლებას და მაღაროების ამუშავებას.
მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: “თავისუფლება უსამართლოდ დაკავებულებს“, “ერთად გადავარჩინოთ ჭიათურა“.
აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის ადმინისტრაციასთნ იმდენ ხანს დარჩებიან, ვიდრე კობახიძის პასუხს არ მოისმენენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომ მაღაროელებმა კარვები არ გაშალანო. იქვე იმყოფება სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.
ავტორი: ნიუპრესი