ჭიათურაში აკაკი წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა და საიუბილეო საღამო გაიმართა. მონაწილეებმა მწერლის ცხოვრება და მოღვაწეობა საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინეს.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი და გამგებელი სულხან მახათაძე ესწრებოდნენ.
2015 წელი "იუნესკომ" აკაკი წერეთლის წლად გამოაცხადა. მწერლის გარდაცვალებიდან 100, ხოლო დაბადებიდან 175 წელი გავიდა. აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღი იმერეთის რეგიონში განსაკუთრებულად, მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















