"წლევანდელი 2 მაისი ტრადიციების და სიახლის ნაზავია"
ქუთაისში 2 მაისობის დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულად "ბაგრატის ტაძრიდან" ქალაქის დალოცვით დაიწყო. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და დაძმობილებული ქვეყნების დელეგაციის ოფიციალური მიღების შემდეგ სამი ოთარის ძეგლის პატივგება გაიმართება. ქალაქის ბულვარში საზეიმო ღონისძიებები კი 12 საათიდან დაიწყება.
ქუთაისის ვიცე მერის ნინო თვალთვაძის თქმით, წლევანდელი დღესასწაული ტრადიციების და სიახლის ნაზავი იქნება.
"2 მაისი არის საკმაოდ საინტერესო დღესასწაული იმ მხრივ, რომ ერთის მხრივ, ვცდილობთ იყოს ტრადიციული და ამავე დროს ყოველთვის იყოს სიახლე. წლევანდელი 2 მაისიც ტრადიციების და სიახლის ნაზავია. წელს სტუმრად 15-მდე ქალაქის დელეგაცია და 10-მდე ელჩი გყავს, უმეტესობა მათგანი ესწრება ასევე ბიზნესფორუმსაც, რომელიც საერთაშორისოა. დიდი იმედი გვაქვს, რომ წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, მათთვის 2 მაისი იქნება განსაკუთრებულად სასიამოვნო ღონისძიება", -განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
მისი თქმით, წელს პირველად ხდება "წითელი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიების გამართვა, ასევე მოეწყობა ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, მუსიკალური პავილიონები. რაც შეეხება "გვირილობის" მთავარ ტრადიციას, რაც ქველმოქმედებას უკავშირდება, როგორც თვალთვაძემ აღნიშნა, მერიას კონკრეტულად ამ მიმართულებით ღონისძიებები დაგეგმილი არ აქვს, თუმცა ამ მხრივ საკმაოდ ბევრს აკეთებენ.
"ორმაისობას" დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















