„წლის ბიზნესი 2016“ გამარჯვებულები 15 ნომინაციაში გამოვლინდნენ
ქუთაისში „წლის ბიზნესი 2016“-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
კონკურში მონაწილეობა 46- მა კომპანიამ მიიღო, რომელთაგანაც გამარჯვებულები სულ 15 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
ნომინაციაში წლის „ქველმოქმედი“, გაიმარჯვა ქუთაისის რეგიონალურმა სტომატოლოგიურმა ცენტრმა.
წლის „დამსაქმებელი“ საზოგადოება „იმერი“გახდა.
ნომინაციაში „ქალი მეწარმე“ გაიმარჯვა შპს „გურმანის“ მფლობელმა ფატი გრიგოლავამ.
ნომინაციაში წლის „სტარტაპი“ გაიმარჯვა -ამხანაგობამ „კრეპომანია“.
„წლის ექსპორტიორი“–ი.მ დავით ჩაფრავა გახდა.
ნომინაციაში წლის სამრეწველო კომპანია გაიმარჯვა -- შპს „ექსტრა მითი“.
საუკეთესო სამედიცინო კომპანია შპს ,,კლინიკა ლჯ“ გახდა.
წლის სამშენებლო კომპანიად -შპს ,,ტობე" დასახელდა.
ნომინაცია წლის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება -შპს ქართულ-ამერიკულ სკოლა,,პროგრესი“.
ნომინაცია წლის სასტუმრო -შპს ,,ბაგრატი1003“ .
ნომინაცია წლის ინვესტორი-შპს ,,თეთრი ხიდი“-გახდა.
ნომინაცია წლის მზარდი ბიზნესი შპს ,,დიზაინკომპლექსი“.
ნომინაცია წლის ტურისტული კომპანია -,,ვანდერლენდი"
ნომინაცია მერიის სპეციალური პრიზი--შპს ტელე-რადიო კომპანია ,,რიონს" ერგო.
გამარჯვებულებს საჩუქრები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ვიცე-გუბერნატორებმა: პაატა ნადირაძემ, იოსებ ხახალეიშვილმა,მაჟორიტარმა დეპუტატებმა, სამსახურის უფროსებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.
კონკურესი ქუთაისში რეგისტრირებულ ბიზნეს კომპანიებს შორის, რომლის ინიციატორი მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურია, წელს მეორედ ჩატარდა.
როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, კონკურსი მიზნად ისახავს წარმატებული ბიზნეს კომპანიების წახალისებას. "ამ კომპანიებს მენეჯმენტის ძალისხმევით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქუთაისში ბიზნესის განვითარების საქმეში, ჩვენს მიერ ორგანიზებული კონკურსი ხელს უწყობს კომპანიების ცნობადობის გაზრდას და მათი ბიზნეს საქმიანობის პოპულარიზაციას"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
„წლის ბიზნესი 2016“ დაჯიდოება რესტორანში "ასტორია" გაიმართა. კონკურსის ორგანიზებისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 8 000 ლარი დაიხარჯა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















