ჭოგნარის მცხოვრებლები და დაცვის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლები და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დაცვის თანამშრომლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და შენობაში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მათ ემალებიან და თვეებია პასუხს არ ცემენ. დაცვის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს სიმშვისისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა შენობაში არ იმყოფება.
მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















