ნერგები ნაგავსაყრელის წინააღმდეგ -ჭოგნარში აქცია გაიმართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნერგები დარგო. მოსახლეობამ ამ ფორმით ნაგავსაყრელის მშენებლობა გააპროტესტა და ხელისუფლებას ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობისკენ მოუწოდა. მათი თქმით, ტერიტორიის დაბინძურებას გარემო შენარჩუნებაზე ზრუნვა სჯობს.
„ტერიტორიას აბინძურებენ, საფრთხეს გვიქმნიან და არ ჯობია, ამის ნაცვლად ხეები დარგონ, გარემოს მოუარონ? ჩვენ არ მივცემთ მშენებლობის უფლებას, კარვებს გავშლით ადგილზე და ტექნიკასაც არ შემოვუშვებთ“-განაცხადეს ადგილობრივებმა.
მათი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებას დაპირდათ, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















