"თერჯოლის პოლიციაში ნივთების ამოსაცნობად დამიბარეს"-მზია დოღონაძე
ჭოგნარში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ყაჩაღობის შედეგად დაზარალებული ადვოკატი მზია დოღონაძე ადასტურებს, რომ ის თერჯოლის პოლიციაში საგამოძიებო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დაიბარეს, თუმცა აცხადებს, რომ არ შეუძლია გადაჭრით თქვას, რომ დაკავებულები მის ოჯახზე მომხდარი ყაჩაღობაში მონაწილეები არიან.
"მე თვითონ უფლებადამცველი ვარ და როგორ შემიძლია ვთქვა, რომ დაკავებულები სწორედ ისინი არიან, ვინც ჩვენ ოჯახში ყაჩაღურად შემოვიდნენ. ახლა მივდივარ თერჯოლის პოლიციაში, დამიბარეს საგამოძიებო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. თუ ამოვიცანი ნივთები, მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება, რაიმე ვთქვა", - განუცხადა მზია დოღონაძემ "ნიუპრესს".
რაც შეეხება მისი შვილის, 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ყაჩაღებმა სცემეს, დოღონაძის თქმით, დამაკმაყოფილებელია, თუმცა დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. მას დაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული.
შსს საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















