|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჭორვილელ ბრეჟნევს აუცილებლად დავამარცხებთ"

კამპანიის  "დაიცავი კონსტიტუცია" ფარგლებში ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა კონსტიტუცუიაში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს. 

"ჩვენ ვითხოვთ, დაცული იყოს თითოეული ხმა არჩევნებში,  რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში, მოსახლეობამ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი.  ჩვენ ვებრძვით ბრეჟნევის ეპოქის დამკვიდრებას საქართველოში და ამ ბრძოლას არ შევწყვეტთ, მიუხედავად  მიუხედავად წვიმისა და სხვა სტიქიური მოვლენებისა, ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე და ჭორვილელ ბრეჟნევს აუცილებლად დავამარცხებთ", -განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გია უკლებამ. 

კამპანიის ფარგლებში საპროტესტო აქცია საქართველოს 6 ქალაქში ერთდროულად გაიმართა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვა დღეს  თბილისში იმართება.  განხილვები ქუთაისიდან დაიწყო და თბილისში სრულდება.

აქცია ქუთაისში ძლიერი წვიმის ფონზე გაიმართა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა