|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წუნა და წრუწუნა"–ექსპერიმენტული სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში

ქუთაისის მესხიშვილის  თეატრის დასის და საბავშვო თეატრალური სტუდიის  ერთობლივი სპექტაკლი დაიდგა. აქვსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის "წუნა და წრუწუნა" პრემიერა 2–3 მარტს გაიმართება.

სპექტაკლში გამოცდილი მსახიობები ბავშვებთან ერთად თამაშობენ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის განცხადებით, სპექტაკლი ექსპერიმენტული და სარისკოა, რადგან თეატრის ისტორიაში  მსახიობები პატარა შემსრულებლებთან ერთად პირველად თამაშობენ. მისივე თქმით, სპექტაკლი ასევე საინტერესოა  იდეოლოგიური და თემატური დატვირთვით.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ინგა მესხორაძე.
სცენაზე თეატრის ტიტულოვან და ცნობილ მსახიობებს: ლამარა ვაშაკიძეს, დოდო ტაბატაძეს, ავთანდილ სახამბერიძეს, ელზა სულაძეს, ლელა ლომთაძეს, ზაზა კილასონიას, გიგა მიქაძეს, გოჩა ნემსიწვერიძეს, გიორგი ქართველიშვილს, პარტნიორობას თეატრალური სტუდიის ახალბედები გაუწევენ. როგორც ცნობილია, სპექტაკლში დიდ წილს ბავშვები თამაშობენ.

სტუდიის ხელმძღვანელის ანა კოხრეიძის თქმით, სპექტაკლი მოზარდი თაობის აღზრდას ემსახურება. მისივე თქმით, თეატრალური სტუდიის აღსაზრდელები მსახიობებთან პირველად  მუშაობენ, რაც მათთვის საპასუხიმგებლო და მნიშვნელოვანია, ასევე მაყურებლის წინაშე დიდ სცენაზე       პირველად გამოდიან. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა