|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წულუკიანმა სასწრაფოდ დადოს გელათის გაფარჩენის გეგმა - ანა ნაცვლიშვილი

 წულუკიანის პასუხისმგებლობა დადოს სასწრაფოდ გეგმა, მაგრამ არა დახურულ კაბინეტში, გახსნას ეს პროცესი მეცნიერებისთვის, - ამის შესახებ ლელოდ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.  

"კულტურის კომიტეტს, ქალბატონ ბოლქვაძეს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან რაც ის გახდა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, არცერთი მოსმენა და ზედამხედველობა გელათთან დაკავშირებით, მის ფარგელბში კომიტეტს არ განუხორციელებია, თუმცა ეს არ ათავისუფლებს სხვა დეპუტატებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხისმგებობისგან გელათთან მიმართებაში, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, იმიტომ, რომ თუ წულუკიანი აშავებს, ამისთვის არსებობს პარლამენტი და მთავრობა, რომ აიღონ და გაინაწილონ პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, ახლა როდესაც გელათი გაადასარჩენია, მე არმაინტერესებს პოლიტიკური თემები, მე მინდა რომ გელათ გადარჩეს, ისევე როგორც იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არიან შეძრწუნებულნი, ესმით გელათის ფასი. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს იდენტობა და ის, რითაც თავი მოგვაქვს მსოფლიოში, ერთ-ერთი და უპირველესი არის გელათი და თუ ამას ვკარგავთ და დავკარგეთ უკვე ნაწილობრივ იმ სახით, რა სახითაც მივიღეთ, ეს დარჩება ისტორიას და არა ის, ვინ გადადგა და ვინ არ გადადგა, ამიტომ წულუკიანის პასუხისმგებლობა ამ დღეებში, განსაკუთრებით ჩუბინაშვილის ცენტრის უმძიმესი დასკვნის შემდეგ არის ის, რომ დადოს სასწრაფოდ გეგმა, მაგრამ არა დახურულ კაბინეტში, გახსნას ეს პროცესი მეცნიერებისთვის", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის,  პარლამენეტთან პარტია "ლელოს" ახლგაზრდული ორგანიზაციის წევრები აქცია-პერფორმანსი გამართეს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა