|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალდიდობამ ცენტრალური მაგისტრალს თერჯოლის მონაკვეთი დააზიანა

რამდენიმე საათიანი, ძლიერი წვიმის შედეგად თერჯოლის რაიონში მდინარე ჩხარა ადიდდა, რომელმაც დროებითი საავტომობილო მაგისტრალის ნაწილი წაიღო. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც რაიონის გამგებელი თემურ ჯაფარიძე  აცხადებს, დიდი ხიდის მშენებლობის გამო გაკეთდა შემოვლითი  გზა მდინარე ჩხარაზე. უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ მდინარემ წყლის ნაკადი ვერ გაატარა და წყალი დაგუბდა. რამაც დროებითი მაგისრალი დააზიანა, რომლის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ამ დროისათვის თბილისი- სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის  ეს მონაკვეთი გადაკეტილია.  აღმოსავლეთიდან დასავლეთში(და პირიქით) მიმავალ ავტომანქანებს ზესტაფონი - ბაღდათის გზის მონაკვეთის გავლა მოუწევთ.

ამავდროულად, წყალდიდობაა ზესტაფონში. როგორც "ნიუპრესს" შეატყობინეს, ავტომანქანები გზებზე წყალში არიან  და დახმარებას ითხოვენ.

 

(ფოტო: არქივი)

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა