ცოტნე ზურაბიანმა ბიუროს დასაკომპლექტებლად ვაკანსიები გამოაცხადა
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ბიუროს დაკომპლექტებს იწყებს. ზურაბიანმა ორ ადგილზე ვაკანსია გამოაცხადა და მსურველებს დაინტერესებისაკენ მოუწოდა.
მაჟორიტარის ბიუროში ვაკანტურია ბიუროს თანამშრომელისა და ოფისის მენეჯერის ადგილი. უპირატესობა წყალტუბოში მცხოვრებლებს მიენიჭებათ.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ მოკლე ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი.
განცხადებების მიიღება 2016 წლის 20 დეკემბრის 15:00 საათამდე. დეტალური ინფორმაცია შეგიძლათ იხილოთ ცოტნე ზურაბიანის ოფიციალურ facebook გვერდზე.
ცოტნე ზურაბიანი პირველია იმერეთის მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, ვინც ბიუროს დასაკომპლექტებლად ვაკანსიები საჯაროდ გამოაცხადა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















