|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წყალტუბოს მიმართ დაინტერესება უცხოელმა ინვესტორებმა გამოთქვეს"

"წყალტუბოს მიმართ უცხოელ ინვესტორებს უკვე კონკრეტული წინადადებებიც აქვთ",-   ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის გუბერნია ავრცელებს. 

"მუნიციპალიტეტში უკვე სრულდება ცენტრალურ პარკში, ცივ ტბასა და ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე  სარეაბილიტაციო სამუშაოები. ცენტრალურ პარკში და ცივ ტბაზე გზების, სავალი ბილიკებისა და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 7 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ხოლო აღნიშნული ტერიტორიების გამწვანების, კეთილმოწყობისა და სარწყავი სისტემის მონტაჟისთვის – 3 161 900 ლარი. ცენტრალური მოედნის თანამედროვე სტანდარდებით მოწყობაზე და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაზე კი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კურორტი წყალტუბო განვითარების მეორე ეტაპზე გადავა, რაც ინვესტიციების მოზიდვას გულისხმოს. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და უკვე კონკრეტული წინადადებებიც არსებობს უცხოელი ინვესტორებისგან"-, ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა