წყალტუბოს სოფლების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის 7 მილიონი დაიხარჯება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ფარცხანაყანევის, ოფშკვითის, უკუნეთის, ბროწეულასა და მესხეთის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარისა და კორპუსების შიდა გაყვანილობის მოწყობა, ასევე მოსახლეობის გამრიცხველიანება.
პროექტს 7 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა წყალამომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი.
ამ დროისთვის, აღნიშნულ სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, რის გამოც ხშირია დანაკარგები.
ავტორი: ნიუპრესი





13:23
13:14
12:10
16:38
16:37
















