წყალტუბოს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი გამოძიების დასრულებამდე განახლდა
წყალტუბოს საბავშვო ბაღებში ბავშვების მასობრივად მოწამვლის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. მიუხედავად ამისა, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღის წინ აღდგა.
როგორც "ნიუპრესს" განუცხადეს, წყალტუბოს საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპერტიზა ჩაუტარდა, როგორც საბავშვო ბაღებიდან ამოღებულ საკვებს, ასევე მიმდინარეობს საავადმყოფოს მონაცემების შესწავლა. მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების გამო ჯერჯერობით მოწამვლის მიზეზებზე ვერ ისაუბრებენ.
გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
მიუხედავად გამოძიების მიმდინარეობისა, ბაღებში შეჩერებული სასწავლი პროცესი 8 ოქტომბერს აღდგა. მერიის ინიციატივით, სასწავლი პროცესი 22 სექტემბერს შეჩერდა, მერიაში განმარტავდნენ, რომ საგამოიებო სამუშაოების დასრულებამდე სწავლა არ განახლდებოდა.
მერიაში განაცხადეს, რომ სასწავლო პროცესის განახლდებამდე გაითვალისწინეს სურსათის უვნებლობის სამსახურიდან მირებული რეკომედავიები, საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, რის შემდეგაც სწავლა უსაფრთხოდ შეფასდა.
შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვების მასიური მოწამვლა დაფიქსირდა. 30 ბავშვი საავამდყოფოში მოხვდა. მოწამვლის სავარაუდო მიზეზი შიგელოზი, იგივე ნაწლავური ინფექცია იყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















