|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებულ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილსა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგოლ ივანეიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება თეიმურაზ ჩოჩუას, მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აქედან სამი წელი პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო ოთხი წელი პირობითი მსჯავრი.

გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა. ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით კი ვაკის გამგებლის მოადგილე 26 იანვარს დააკავეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა