|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს სოფლებში ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები აშენდება

"მთლიან მუნიციპალიტეტში არსებული სკოლებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ადგილობრივ მთავრობას გამოეყოფა 400 ათას ლარამდე თანხა" - ამის შესახებ ცოტნე ზურაბიანმა წყალტუბოში ინფრასტრუქტურის მინისტრიის, მაია ცქიტიშვილის ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
ზურაბიანის თქმით, მომდევნო წლებში განათლების სამინისტროსთან პროფესიულ სასწავლებლების დაარსებათან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება.
"2019 წელს წყალტუბოს მუიციპალიტეტის სოფელ გეგუთსა და სოფელ წყალტუბოში  ორი საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება. ამით წლების განმავლობაში არსებული პრობლემები გადაწყდა. სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანი წინ გადაგმული ნაბიჯია. განათლების პოლიტიკის განხორციელება მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. მომდევნო წლებში განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით პროფესიულ სასწავლებლების დაარსებათან დაკავშირებით გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. ინვესტიცია მომავალში - ასე დავარქმევდი მთავრობის მხრიდან განათლების სისტემის განვითარების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს." - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი წყალტუბოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ცქიტიშვილმა ადგილობრივებს რეგიონის განვითარების თვალსაზრისით გაწერილ გეგმებზე ესაუბრა. ასევე, აღნიშნულ შეხვედრაზე გაჟღერდა წყალტუბოს სოფლებში სკოლების მშენებლობის საკითხი.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა