წყალტუბოში ,,ცივი ტბის” მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
წყალტუბოში ,,ცივი ტბის” რეაბილიტაცია დასრულდა, - ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცივი ტბის მიმდებარედ მოეწყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 16 მილიონ ლარზე მეტია.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტბაზე გადასახედს, მოეწყო სათევზაო და ნავსადგომის ადგილები, ტბის გარშემო საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები.
ტერიტორია გამწვანდა დამატებითი ნარგავებით, დამონტაჟდა განათების სისტემა და მოეწყო საავტომობილო პარკინგი.
დასრულებული პროექტი მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა