|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

18 წლის ბიჭის დაჭრის საქმეზე დაკითხვაზე მყოფი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს

წყალტუბოში მეთორმეტეკლასელის დაჭრის ინციდენტის სავარაუდო მონაწილე პირი პოლიციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. დავით ბენიძე გამოკითხვის დროს შეუძლოდ გახდა.

ადვოკატის ლედი ტუკვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქრონიკული დაავადება აქვს, რის გამოც მდგომარეობა დამძიმდა და იძულებულო გახდნენ საავადმყოფოში გადაეყვანათ. მას გამოკვლევები უტარდება.

ადვოკატის თქმით, მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

20 წლის ახალგაზრდა ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ პოლიციაში გამოკითხვაზე საკუთარი ნებით მივიდა.

 შეგახსენებთ, წყალტუბოში მესამე სკოლის ეზოში მეთორმეტეკლასელი ცივი იარაღით დაჭრეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი