|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ყაჩაღობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული ვ. ყ. და 2001 წელს დაბადებული გ. კ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წყალტუბოში დააკავეს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ვ.ყ. და გ.კ. ქალაქ წყალტუბოში, ორ სასურსათო მაღაზიაში შეიჭრნენ და გამყიდველებს დანის მუქარით ფული მოსთხოვეს, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და ნიღბები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა