ხარაგაულის მერი ბრალდებებს არ პასუხობს
ხარაგაულში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერი დუმილს ამჯობინებს. ქუთაისში მყოფმა ნიკოლოზ თოფურიძემ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, მერი ამ ბრალდებებთან დაკავშირებით არ საუბრობს. "არ პასუხობს ამ ბრალდებებს და არც მედიასთან საუბრობს, ახლა მოსახლეობას აცნობს ანგარიშს, რაც, შეეხება იმპიჩმენტს, ამაზე უფრო ოპოზიცია საუბრობს"- განაცხადა ხარაგაულის მერიის პრესსამსახურმა.
შეგახსენებთ, ხარაგაულის საკრებულო მერის იმპიჩმენტს გეგმავს. ოპოზიცია უმრავლესობის მოთხოვნას ოპოზიცია ეჭვით უყურებს და მერის საქმიანობის შეფასების მიზნით აუდიტის სამსახურის დასკვნას ითხოვს.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ თოფურიძე ხარაგაულის გამგებლის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა, 2017 წელს მან ამ თანამდებობაზე საქმიანობა არჩევნების შეგედად გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ თოფურიძე ქართველი მომღერლის ეკა კახიანის მეუღლეა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















