ხარაზოვის ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება. მერიამ სკვერში არსებული ტერიტორიის მოწყობისა და შადრევნის რეაბილიტაცისათვის 473 123 ლარი გამოიყო. გამოცხადებულია ტენდერი, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 95 დღის განმავლობაში განახორციელოს.
ხარაზოვის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელსაც ჩატარდა, რისთვისაც 640 ათასი ლარი დაიხარჯა. სკვერის დაპროექტებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები ჰოლანდიური კომპანიამ Dutch Design Garden შეასრულა, თუმცა ამჟამად ამორტიზებულია აღნიშნული შადრევანი და დაზიანებული ქვაფენილები.
ხარაზოვის ბაღი ქუთაისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, საფიჩხიაზე მდებარეობს. იგი 150 წლის წინ ქველმოქმედი ძმების ხარაზიშვილების მიერ მოეწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















