"ხაძრის შედეგად დაშავებული ერთი ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა"
ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულები გიორგი ჭიღვარიამ საავადმყოფოში მოინახულა. მისი თქმით, მერია ყველაფერს გააკეთებს დაშავებულების გადასახმარებლად.
"რამდენიმე საათის წინ მოხდა აფეთქება. არიან დაშავებულები. ჩვენ გავეცანით მათ მდგომარეობას და მძიმე მდგომარეობაა, ასეე შედარებით მძიმეა ერთი ბავშვის მდგომარეობა, რომელიც თბილისში გადაყავთ. რაც შეეხება კორპუსს, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს. ჩვენ შევისწავლით კორპუსის მდგომარეობას და მერია მისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურს გააკეთებს ამ ადამიანების დასახმარებლად. თუ საჭირო გახდება მოხდება მათი გაყვანა, რომელთაც ღამის გასათევი არ აქვთ და ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ დაბინავებას. დანარჩენი პროცესუალურად გაგრძელდება და მოხდება შესწავალა", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, ხანძარი ქუთაისში გამთენიისას გაჩნდა. დაშავებილია 7 ადამიანი, რომელთაგანაც სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები ქუთაისის მერმა მოინახულა და მათ დახმარებას დაპირდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















