"ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს მომხდარი ტრაგედიის მიზეზების დასადგენად"
ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას იმერეთის გუბერნატორი ეხმიანება. გივი ჭიჭინაძე ადგილზე გუშინ საღამოსვე მივიდა მოადგილეებთან ერთად. მან დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განმარტა, რომ ხელისუფლება მუშაობს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ოთხი ადამიანის გამო. ეს უდიდესი ტრაგედიაა, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. საქართველოს ხელისუფლების ყველა შესაბამისი სტრუქტურა, მაქსიმუმს აკეთებს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და ასევე, მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის",-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
ტყიბულში მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
მაღაროში 4 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















