|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელისუფლება, რომელმაც არ იცის, რა გააკეთოს, ძალიან საშიშია ქვეყნისთვის"

 "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე განხორციელებული თავდასხმები არის ვანდალიზმი. სამწუხაროდ,  NDI–ის კვლევებმა შუშის სახლში მჯდომ ადამიანს  სხვა გზა არ დაუტოვა და აიძულა მსგავსი ქმედებები ჩაედინა", –ასეთი შეფასება მისცა გუშინ განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ. მან დღეს ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გამართა.

 "ეს არის პოლიტიკური მარაზმი ხელისუფლების უგონობისა და შერჩევითი სამართლის.  ხელისუფლება, ნაცვლად საქმის გაკეთებისა, ოპოზიციურ პარტიებზე ახდენს თავდასხმებს. კარგად დავინახეთ, რომ თავდასხმების დროს აქ იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები. ასევე იყვნენ სუსის წარმომადგენლები, რომლებიც იძლეოდნენ დირექტივებს შენობაში შეჭრის. ხელისუფლება ციხის კადრებით ცდილობს ფონს გასვლას, მაგრამ მივმართავ ყველას, რომ ეს ძალადობა ვერ შეგვაშინებს და ბევრად მეტ მოტივაციას მოგვცემს ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის და სიტყვის თავისუფლებისათვის. ხელისუფლება, რომელმაც არ იცის რა უნდა გააკეთოს, ძალიან საშიშია ქვეყნისთვის", –განაცხადა გია თევდორაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა