|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტის გადატანა სამუშაო ადგილების და ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს"

პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში მოსალოდნელ ცვლილებას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია გამოეხმაურა. ორგანიზაციის წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებით ქუთაისი ზარალდება.

"ხელისუფლება ცდილობს კანონში შეიტანოს ცვილილება, რომლითაც  პარლამენტის ადგილმდებრეობა განსაზღვრული არ იქნება, რაც არის ხელისუფლების მხრიდან ქუთაისის და ზოგადად, იმერეთის მოსახლოების მოტყუების და "გადაგდების" მორიგი მცდელობა. ჩვენ გვახსოვს მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, პირველ რიგში, დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში წარმოადგენენ თავიანთ ამომრჩევლებს, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ერთხმად გვიმტკიცებდნენ, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა არ იგეგმებოდა და  ეს იყო ოპონენტების სპეკულაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღებით და რეგლამენტში მისი გადატანით ხელისუფლებას სურს, არჩევნების წინ კიდევ ერთხელ მოატყუოს ამომრჩეველი. ამის შემდეგ პარლამენტს დედაქალაქში მარტივად გადაიტანს. ეს გამოიწვევს კატასტროფას ქუთაისისთის და ის დარჩება ფუნქციის გარეშე", - განაცხადა გიგა შუშანიამ, რომლის თქმითაც, პარლამენტის გადატანით ქუთაისის პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება.

"ამაზე დიდი ფუნქცია, რაც საპარლამენტო ქალაქად ყოფნაა, ქუთაისისთვის არავის შეუთავაზებია. მისი გადატანა სამუშაო ადგილების და ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს.  ქუთაისი დარჩება მიტოვებული, უნივერსიტეტის გაურკვეველი იდეის ამარა. არ ვართ წინააღდეგი ამ პროექტის, მაგრამ ბევრი კითხვაა, რაც მის ფუნქციონირებას საეჭვოს ხდის. ქუთაისში არ არსებობს განათლების პრობლემა, ქუთაისში არის განათლებამიღებული ადამიანების დასაქმების პრობლემა, რაც მეტად გამწვავდება ამ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც ქუთაისის დააკარგვინა მეორე ქალაქის სტატუსი და ის მესამე ქალაქი გახდა", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა