„გაუქმდა შტატები, რომლებიც ისედაც არსებობდა კულტურის ააიპში" - ზაზა რამინაშვილი
ქუთაისის „ბოტანიკურ ბაღს“ მიმდინარე წელს ააიპის სტატუსი ჩამოერთვა და კულტურის ააიპის დაქვემდებარებაში გადავიდა. ცვლილებას საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება მოყვა, მათი თქმით, სტატუსგარეშე დარჩენილი ბაღი სათანადოდ ფუნქციონირებას ვერ შეძლებდა.
„ნიუპრესი“ დაინტერესდა, სტატუსის ჩამორთმევით შეფერხდა თუ არა „ბოტანიკური ბაღის“ მუშაობა და ზოგადად, რეორგანიზაციის შედეგები როგორ აისახა ბაღზე. ბაღის მმართველი ზაზა რამინაშვილი განმარტავს, რომ მუშაობის მხრივ რაიმე სახის დისკომფორტი არ აქვთ.
„მარტიდან ვმუშაობ ბაღში და შემიძლია გითხრათ, რომ ააიპის სტატუსის ჩამორთმევით რაიმე შეფერხება არ გვქონია. ამ თემაზე გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ბაღის მუშაობა დაკნინდებოდა, რაც სიმართლე არაა. ჩვენ შევხდით თბილისის „ბოტანიკური ბაღის“ დირექტორს თამაზ დარჩიძეს და ვესაუბრეთ მას, რას გულისმხობდა კულტურის ააიპში გადასვლა. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ბაღი წარმატებით ფუნქციონირებს. გვაქვს სხვადასხვა პროექტი, რომელიც მის განვითარებას და პოპულარიზაციას ემსახურება. ეს არის გამწვანების აქცია, ახალი ჯიშის ნერგების შემოტანა, სანერგე მეურნეობის განვითარება, სარწყავი სისტემის მოწყობა. ასევე გაფორმდა მემორანდუმი სკოლებთან, ბავშვები ადგილზე გაეცნობიან ბაღის მუშაობას და ეკოლოგიის მნიშვნელობას, გვაქვს სხვადასხვა პროექტი და ეტაპობრივათ გავაჟღერებთ“, -განაცხადა ზაზა რასმინაშვილმა.
მისი თქმით, რეორგანიზაციის შედეგად ბაღში 31 შტატიანი და 5 შტატგარეშე თანამშრომელი დარჩა.
„ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გაუქმდა შტატები, რომლებიც ისედაც არსებობდა კულტურის ააიპში, გვყავს 31 შტატიანი და 5 შტატგარეშე თანამშრომელი, რომელთა მოყვანაც სეზონურად ხდება სამუშაოების გაზრდის პარალელურად“-განაცხადა ზაზა რამინაშვილმა. კითხვაზე, რატომ მოხდა პრესსამსახურის შტატის დამატება, რომელიც ისედაც არსებობდა კულტურის ააიპში, განმარტავს, რომ ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩათვალა დაემატებინა ის შტატი, რომელიც ჭირდებოდა ბაღის მუშაობას და პოპულარიზაციას.
ქუთაისში „ბოტანიკურ ბაღში“ შესვლა გასული წლიდან ფასიანი გახდა, რაც ბაღისთვის საკუთარი შემოსვალის გაჩენით აიხსნა. ვიზიტორთა ინდივიდუალური შესვლა 1 ლარია, ჯგუფური კი სხვადასხვა. ასევე შეღავათები მოქმედებს სხვადასხვა კატეგორიაზე. რამინაშვილის თქმით, 6 თვის მონაცმებით ბაღში რა შემოსავალი შევიდა, ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან თანხას ყოველკვირას ააიპის ანგარიშზე რიცხავენ და ზუსტი მონაცემები კულტურის ააიპში აქვთ.
ადმინისტრაცია ასევე ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზეც საუბრობს. აცხადებენ, რომ 6 თვეში 4000 უცხოელი ვიზიტორი დაფიქსირდა.
მათივე თქმით, ბოტანიკურ ბაღში ასევე ხორციელდება შემეცნებითი პროექტები. დაგეგმილია პროექტი „ბაღის მეგობრები“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ტურ ოპერატორებთან მოხდება თანამშრომლობა, გაიმართება სეზონური გამოფენები. 24 სექტემბერს კი თვალსაჩინოების გაზრდის მიზნით მოეწყობა გამოფენა, რადგან ბაღში არსებული მცენარეების შესახებ გაიზარდოს ინფორმირებულობა.
„ბოტანიკურ ბაღს“ წელს მერიის გადაწყვეტილებით სახელი „მედეა“ მოეხსნა და არგონავტიკის თემის პოპულარიზაციისთვის ბაღში „მედეას ხეივანი“ ფუნქციონირებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















