|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

20 წლის ფეხბურთელი შელაპარაკებისას მოკლეს

ხელვაჩაურის “მაჭახელას” 20 წლის თავდამსხმელი თენგო ფერსელიძე შელაპარაკებისას მოკლეს. ფერსელიძე ადრე “გაგრაში” თამაშობდა, ამ სეზონში კი “მაჭახელაში” იყო. მან პირველი ლიგის გასულ ტურში ოზურგეთის “მერცხალს” გოლი გაუტანა.

პოლიციამ  განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული თენგიზ კ.  თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გამთენიისას, თბილისში, კანდელაკის და ტაშკენტის ქუჩების კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1995 წელს დაბადებულ თენგიზ ფერსელიძეს ცივი იარაღით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

 
 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა