|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფესვების პლასტიკა" გალერეა "ვარლაში" [PHOTO]

ქუთაისში, "ორმაისობის" დღესასწაულის ფარგლებში გალერეა ვარლაში ქუთაისელი ხელოვანის  ზურაბ ნიჟარაძის  გამოფენა გაიხსნა.  მისთვის ეს პირველი პერსონალური გამოფენაა, თუმცა აქამდე მონაწილეობას იღებდა სხვა გამოფენებში. 

გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანის მიერ ხის ფესვებისაგან დამზადებული სხვადასხვა კომპოზიციები. როგორც თვითონ აღნიშნა, მასალად სუროს,  აკაციის,  კოპიტის ხეების ფესვებს იყენებს. ზურაბ ნიჟარაძის თქმით, ამ ფორმებს ბუნება ქმნის, მას კი აღმოაჩნდა ხედვა, რომ ეს ნამუშევრები მხახველამდე მიეტანა. 

როგორც ხელოვანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ქმნის როგორც მითოლოგიურ პერსონაჟებს, ასევე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს: მაგიდებს, ბრებს, ტორშერებს, სადგამებს.

"ამ მიმდინარეობას მხატვრები ოფიციალურ მიმართულებად არ აღიქვამენ, სხვაგან კი "ფესვების პლასტიკას" ეძახიან",- აღნიშნა მხატვარმა.  ზურაბ ნიჟარაძის თქმით, ამ საქმიანობას გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან ეწევა. "60-იანი წლების ბოლოს ქუთაისელი ექიმის, ბრეგაძის ნამუშევრები ვნახე და ძალიან მომეწონა.  მეც გამიჩნდა სურვილი ბუნების მიერ შექმნილი სილამაზე ხელოვნებად მექცია", -აღნიშნა მან "ნიუპრესთან" საუბარში. 

მხატვართა კავშირის რეგიონალური წარმომადგენლის ვალერი მეძმარიაშვილის თქმით, გამოფენაზე წამოდგენილი  ნამუშევრები ძალიან კრეატიული და  მაღალი შემოქმედებითი ღირებულებისაა.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა