|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხონის ფსიქიატრიულში პაციენტი ჩხუბის შემდეგ გარდაიცვალა"

 ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი პაციენტის ოჯახი ადმინისტრაციას პაციენტის არასათანადოდ მოპყრობაში ადანაშაულებს. ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი ცემაში შემოაკვდათ, ამასთან განმარტავენ, რომ დაწესებულებაში არსებულ მძიმე  მდგომარეობაზე პაციენტი ადრეც საუბროდა. ოჯახის საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს.

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პაციენტის დაზიანებებით კლინიკაში გადაყვანას ადასტურებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ცემა არ ყოფილა და დაწესებულებაში პაციენტებმა იჩხუბეს, რასაც შუა ხნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა. 
"პაციენტი პერსონალს არ უცემია. ბენეფიციარებს  შორის მოხდა კონფლიქტი. გარდაცვლილი პაციენტი ჩვენს დაწესებულებაში მოხვედრამდე იყო სომატურად მძიმედ, ასევე ჰქონდა ფსიქიკური  პრობლემები, რაც ფორმა 100-შიც აღნიშნულია. ამ კონფლიქტის შემდეგ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ჩვენი მხრიდან შესაბამისი ორგანოები ჩავაყენეთ საქმის კურსში. გამოძახებული იქნა პოლიცია და სასწრაფო და პაციენტი გადაყვანილი იქნა რეფერალურ ჰოსპიტალში. გარდაცვალების მიზეზს გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება, პაციენტის ახლობლებლების განცხადებას, რომ ჩვენთან პაციენტი მოკლეს, ეს არის აბსურდი. ინფორმაცია, რომ კლინიკაში პაციენტებს ცემით კლავენ, რასაკვირველიაა არაა სიმართლე. შეგიძლიათ სიპიტის დასკვნა ნახოთ,სადაც წერია რომ ბოლო წლებში არაადამიანური და ღირსების შემლახველი არცერთ ფაქტი არ ფიქსირდება კლინიკაში",- განაცხადეს ეროვნული ცენტრის  ადმინისტრაციაში.

შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში მოხდა, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ფაქტს ფსიქო – რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია  სწავლობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა