|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში თეატრის რეაბილიტაცია დასრულდა

ხონის მუნიციპალიტეტის თეატრის  1000 კვ. მ. ფართობის შენობა სრულად გარემონტდა.

შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების გათბობისა და განათების სისტემებიც. რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც გარე ფასადს, ასევე ინტერიერს: სცენას, პარტერს, საგრიმიოროებსა და ადმინისტრაციულ ოთახებს. პროექტის საერთო ღირებულებამ  900 000 ლარი შეადგინა.

 თეატრის გასნას ესწრებოდა  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და გამგებელი ჯემალ მებუკე. ასევე, გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

განახლებულ შენობაში პირველად თეატრის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.   მოწვეულმა სტუმრებმა თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა დაათვალიერეს და ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს დაესწრნენ.

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა