ხონის მუნიციპალიტეტში ორი ოჯახი გაქურდეს
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ორი ოჯახი გაქურდეს. ადგილობრივების თქმით, ამ დრომდე დაუდგენელი პირები სახლებში შევიდნენ და წაიღეს თანხა, ტელევიზორი და ტანსაცმელი. მესამე შემთხვევის დროს კი ქურდები ერთ–ერთმა ადგილობრივმა დაინახა, რის შემდეგაც ისინი გაიქცნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ერთ შემთხვევას ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, სოფელ გუბში ერთი ოჯახი გაქურდეს, გამოძება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















