|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში მაღაზიის ძარცვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ხონში მაღაზიის ძარცვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.  შსს-ს ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ა.  არის დაკავებული. 

მას ბრალად ედება 3 თებერვალს ხონში, მოქალაქის კუთვნილი მაღაზიიდან 1200 ლარი მოპარვა.  პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა