ხონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ხონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მათგანი 25 წლისაა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ჰყვებიან, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად მოხდა.
დაშავებულია მესამე, მანქანაში მჯდომი პირი.
გარდაცვლილი ახალგაზრდები სოფელ კუხის მცხოვრებლები არიან.
გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი, ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო-არქივი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















