|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხორბალთან დაკავშირებით სტაბილური სიტუაციაა მარტამდე შენარჩუნდება"

ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაციაა, რაც მარტამდე შენარჩუნდება, - ამის შესახებ "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს.

მისი თქმით,  საქართველოში ხორბლის მარაგები არსებობს.

„მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, გამოწვევები გაზაფხულზე იქნება,“ - აღნიშნა სილაგავამ.

მისივე თქმით, მდგომარეობა სტაბილურია ასევე პურის ფასის მიმართულებითაც.

ლევან სილაგავას განმარტებით, პურის ფასის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით, კიდევ ერთი გამოწვევა პურის მწარმოებელთა კომპანიებში დასაქმებულების ანაზღაურებას უკავშირდება.

„ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად, თვითონ მუშა-მოსამსახურეები ხელფასების გაზრდას ითხოვენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მსყიდველუნარიანობა ძველი ხელფასით დაბალია", - განაცხადა 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა