ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ხვალიდან ძვირდება
ხვალიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება. მოქალაქეებს ტრანსპორტში 10 თეთრით მეტის გადახდა მოუწევთ.
ქუთაისში მოძრავი ტრანსპორტის გაძვირებას მხარი საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მძღოლებმა ტარიფის გაძვირების მოთხოვნით მუშაობა შეწყვიტეს.
ქალაქის მერის განცხადებით, მგზავრობის ღირებულება არ გაუძვირდება სოციალურად დაუცველებს და მათ ძველი ტარიფით გადაყვანას გადამზიდები მოახდენენ, ასევე უფასოდ იმგზავრებენ 8 წლამდე ბავშვები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















