|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე PSP-ს აფთიაქი გაძარცვეს

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე PSP-ს  აფთიაქი გუშინ ღამით დააყაჩაღეს.  თვითმხილველების თქმით,  აფთიაქში ორი ნიღბიანი შეიჭრა. ადგილზე აფთიაქის თანამშრომლების გარდა, მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. გატაცებულია 700 ლარი.

თვითმხილველების თქმით, გასროლაც მოხდა, თუმცა აღნიშნულ ფაქტს შსს არ ადასტურებს.  

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 178-ე, ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

 ამ დროისათვის  საქმეზე ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა