|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ტორპედოს" უკეთესი პირობები შევუქმნათ“-გივი ჭიჭინაძე

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე "ტორპედოს" გამარჯვებას ულოცავს დ აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს კლუბისათვის უკეთესი პირობების შესაქმნელად.

„ქუთაისის ,,ტორპედოს“ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივარსა და ზოგადად, ყველა ქუთაისელს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. 15 წლის შემდეგ ქუთაისის საფეხბურთო გუნდმა შეძლო და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეს არის შედეგი შრომისა და საკუთარი საქმის მიმართ სიყვარულის. მიხარია, რომ იმერეთის ეს მეტად მნიშვნელოვანი საფეხბურთო გუნდი ქვეყნის ჩემპიონია. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს და ვპირდები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ უკეთესი პირობები შევუქმნათ“,–აღნიშნავს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედო" 15-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა