ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ქუთაისის “ტორპედომ” სტუმრად თბილისის “დინამო” დაამარცხა და საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი გახდა.
ერთადერთი გოლის ავტორი თორნიკე კაპანაძე გახდა, რომელმაც ქუთაისელებს ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
დამატებითი დროის ბოლო მონაკვეთზე ტორპედოს კარებში დარტყმული ბურთი მეკარე როინ კვასხვაძემ მოიგერია, შემდეგ კიტეიშვილის პენალტი ქუთაისელთა კიპერმა აიღო.
შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა.
ს.კ "ტორპედო" ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბოლოს 2002 წელს გახდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















