|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცოტაა 6 მილიონი, ალბათ, თბილისიც ხვდება, რომ ქუთაისის მერიას მართვის პრობლემები აქვს"

"ძალიან ცოტაა 6 მილიონი, ალბათ, თბილისიც ხვდება, რომ ქუთაისის მერიას მართვის კუთხით პრობლემები აქვს"-განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა, "ევროპული საქართველოს" წევრმა მერაბ მეშველიანმა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, თანხის შემცირება დამოკიდებული იყოს მერიის არასწორ მენეჯმენტზე და მერიისთვის ერთგვარად ტესტს წარმოადგენდეს.

"ძალიან ცოტაა 6 მილიონი, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ეს თანხები წლის განმავლობაში გაიზრდება. ალბათ, თბილისიც მიხვდა, რომ მერიას მართვის და მენეჯმენტის კუთხით პრობლემები აქვს, ამიტომ,  ეს ერთგვარად ტესტია, როგორ გაართმევს მერია თავს ამ პროექტებს. ამის შემდეგ, ალბათ, გაიზრდება თანხები. როგორც აღვნიშნებთ, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც არის ქალაქში, ძალიან მცირეა 6 მილიონი, მაგრამ მნიშვნელოვანია, თანხები რა პროექტებზე განაწილდება. გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, იქნება პროექტირებაზე პრობლემები, რაც აისახება პროექტების შესრულებაზეც, 2018 წელს არასწორი მენეჯმენტის გამო ქუთაისში არაერთი პრობლემა შეიქმნა", - განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

2019 წელს ქუთაისმა რეგიონული განვითარების ფონდიდან 6 მილიონი მიიღო. მერიამ ფონდში 11 მილიონის პროექტები გადააგზავნა და მხოლოდ 6 მილიონით  დაფინანსდა. მერიაში ვარაუდობენ, რომ თანხები წლის განმავლობაში გაიზრდება.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, წინა წლებში თანხის ჩამორიცხვა თებერვალში ხდებოდა, რის გამოც პროქტები დაგვიანებით ცხადდებოდა, ახლა კი ეს პრობლემა მოგვარდება.

 

"ქუთაისმა რეგიონალური განვითარების ფონდიდან 6 მილიონი ლარი მიიღო"

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა