|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე არავის მოვთხოვ თვალს, ჩემი სამშობლოსთვის ყველაფერი ზვარაკად შემიწირია"-ზაზა ლიპარტელიანი

აქციაზე დაშავებული ზაზა ლიპარტელიანი, რომელიც დარბევისას  თვალი და სახის ძვლები დაუზიანდა, კვლავ აქციაზე მივიდა.  მან სამედიცინო ჩარევაზე უარი განაცხადა და  კლინიკა დატოვა.

ზაზა ლიპარტელიანის თქმით, ის პატივად ჩათვლის, მისი ქვეყნისათვის თუ ზიანი მიადგება. 

"ოპერაციის გაკეთება იყო საჭირო, მაგრამ მე არ გავიკეთე ოპერაცია, არის რაღაცეები, რის თქმასაც ჯერ არ ვაპირებ. ვერავითარი ძალადობა და ფული თავისუფლების სურვილს ვერ ჩაახშობს. მე არავის მოვთხოვ თვალს. ჩემი სამშობლოსთვის ყველაფერი ზვარაკად შემიწირია"-განაცხადა ზაზა ლიპარტელიანმა. 

შეგახსენებთ, დილის 05:00-ზე რობოკოპებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე აქცია დაარბია. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაშავებულია "მთავარი არხის" ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილიც, რომელსაც წყლის ჭავლმა ხელი მოტეხა.

შშს-ს განცხადებით, პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და დაირღვა კანონი მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ, რის გამოც საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია დაშალეს და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება აღკვეთეს.

დაკავებულია 28 პირი, მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად. დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ისინი ისევ აქციაზე  დაბრუნდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა