|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე: ქართულ-ებრაული ურთიერთობები საუკეთესო მაგალითია ორ ერს შორის მეგობრობის და თანამშრომლობის

 "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ებრაული თემის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთობებსა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

"განსაკუთრებულად ემოციური შეხვედრა გვქონდა დღეს - ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ჩვენს თანაქალაქელ ებრაელებს მათ მთავარ სალოცავში შევხვდით.

ებრაელმა ერმა რამდენიმე დღის წინ ებრაული ახალი წელი „როშ ჰაშანა“ იზეიმა, რომელსაც მოსდევს სუქოთი, ანუ „კარვობა“- ერად ჩამოყალიბების დღესასწაული.

ქუთაისელ ებრაელებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქალაქის განვითრებაში. ქუთაისში დაბადებული ებრაელი ექიმები, მეცნიერები, პოლიტიკის, სპორტისა თუ კულტურის სფეროების წარმომადგენლები დღეს მთელ მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწეობენ. ჩვენ არ უნდა გავწყვიტოთ კავშირი ამ ადამიანებთან. ისინი გულით ქუთაისელებად რჩებიან, სადაც არ უნდა იყონ და ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ ჩვენი ქალაქისთვის. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ ებრაული თემის წარმომადგენლებთან. ქართულ-ებრაული ურთიერთობები საუკეთესო მაგალითია ორ ერს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისა", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა