|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზებრა გადასასვლელები ხონშიც მოიხატა (PHOTO)

ქუთაისის შემდეგ ზებრა გადასასვლელები ხონშიც მოიხატა. ამის შესახებ  სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს. "იმერეთის ამ შესანიშნავ ქალაქში ზებრაგადასასვლელი გუშინ საჯარო მოხეელების მიერ შემოქმედებითად მოიხატა და ამით მოძრაობის წესების პოპულარიზებას ხელი შეეწყო. ეს განსაკუთრებით ბავშვებზე მოახდენს დადებით გავლენას.
საქართველოში ყველა გამგეობასა და ქალაქს სჭირდება გაბედული, ღია და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
აქვე ვიტყვი, რომ ხონში უკვე დაიწყო ყველა ზებრახაზის განახლება",- წერს  ჩანადირი  და ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც თამარ უგულავას ეკუთვნის.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

ავტორი: ნიუპრესი