|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონსა და წყალტუბოში 2 ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ორი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე გამოაცხადა ტენდერი.

ტენდერი გამოცხადდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლების მშენებლობაზე.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეაბილიტირდება ათეულობით სკოლა, მათ შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლები.

მუნიციპალური განვითარების ფონდს ამ ეტაპზე ცხრა სკოლის მშენებლობაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა