ზესტაფონში მერიასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა
ზესტაფონში მერიასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მერის გადადგომა მოითხოვეს.
ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის თქმით, მერის კახა მახათაძის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისი მტკიცებით, გამოძიება ქერქული ნარჩენების მიტაცებისა და თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლების გამო მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები კახა მახათაძეს დაკავებული თანამდებობის დასატოვებლად ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში 200–მდე მხარდამჭერთან ერთად მერიის შენობის პიკეტირებას აანონსებენ.
"ზესტაფონს კრიმინალი მერი არ უნდა მართავდეს. კრიმინალი არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ადამიანი ყავდეს მოკლული. კრიმინალია, ვინც კანონს არღვევს და ვის მიმართაც სისხლის სამართლის დანაშაულზე რამდენიმე საქმეა არძრული. დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და მოვითხოვეთ კახაბერ მახათაძის გადადგომა. თუ მოთხოვნა არ დაკამყოფილდება, მერიის პიკეტირებას მოვახდენთ" -აცხადებს გოგლიჩიძე.
აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან გადაინაცვლეს. მოქალაქეები პროკურატურის შენობაში შევიდნენ და დაინტერესდნენ, რატომ არ ხდება რეალური გამოძიება, მაშინ, როდესაც მერზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია რამდენიმე თვის წინაც გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, მერმა წასასვლელად გარკვეული ვადა მოითხოვა. მერიაში მსგავს შეთანხმებას არ ადასტურებდნენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















