|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ზესტაფონში მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტის, მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. მრევლის ნაწილი რეზიდენციის კარის აჭედვას ცდილობს.

პროტესტის მონაწილეების თქმით, მეუფე "სოდომურ ცოდვაში" მხილებულ პირებს მღვდლებად აკურთხებს, რაც მათთვის შეურაცხმყოფელია.

მათი თქმით, არაერთხელ შეეცადნენ საკითხზე კომუნიკაციას, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ მოითხოვენ, მეუფემ დატოვოს ეპარქია და სათანადო კადრი დაინიშნოს.

მსგავსი ბრალდებით მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქცია მეორედ იმართება. პირველად მრევლმა უბისის ეკლესიის კარი აჭედა. 

 როგორ მეუფე მელქისედეკი აცხადებდა, მის წინააღმდეგ აქციები გარკვეული ძალების მიერ იყო ორგანიზებული. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა