|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში წყალმომარაგების და კანალიზაციის პრობლემას აპროტესტებენ [VIDEO]

ზესტაფონში მოსახლეობა წყალმომარაგების და კანალიზაციის პრობლემას აპროტესტებს. საყავრიას უბნის მცხოვრებლების თქმით, უბანში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა დაახლოებით ორი წლის წინ დასრულდა და ამ დრომდე წყალი არ მიეწოდებათ.

მათივე თქმით, კანალიზაციის ქსელი მოუწესრუგებელია და ფეკალური მასები რკინიგზის ლიანდაგებზე ჩაედინება.

"წყლის ქსელი შემოიყვანეს, მრიცხველები დააყენეს და წყალი არ მოგვეწოდება, ისევ ჭებით ვსარგებლობთ. კანალიზაციის პრობლემაა მთელ ქალაქში, ბინძური წყალი ღია არხით ჩაედინება სადგურზე,  რაც  ეპიდემიის წყაროა"-აცხადებენ ადგილობრივები.

მათ პრობლემებსს ადგილზე გაეცნო გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე. მისი თქმით, წყალმომარაგებაზე 3 700 000 ლარი დაიხარჯა და ორი წელია, მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.

მერიაში აცხადებენ, რომ ქსელი ნამდვილად მოეწყო, ახლა სატესტო რეჟიმშია და მოსახლოებას წყალი მალე მიეწოდება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა