ზესტაფონში "ნატახტარის" საწყობიდან ავტომობილის საბურავები და აკუმულატორები მოიპარეს
ზესტაფონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1972 წელს დაბადებული ზ. ლ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ზესტაფონში შპს „ნატახტარი“-ს საწყობის ეზოში, ამავე კომპანიის კუთვნილი ავტომანქანებიდან საბურავები, აკუმულატორები და სხვადასხვა დასახელების სათადარიგო ნაწილები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















