|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში კვების ობიექტში ტრაილერის შევარდნის შედეგად ქალმა მრავლობითი მოტეხილობები მიიღო

 ზესტაფონში ტრაილერი სწრაფი კვებით ობიექტში შევარდა. შემთხვევა  7 სექტემბერს,  გამთენიისას,  თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.  

ობიექტზე მოლარე და მცხობელი იმყოფებოდნენ, დაშავებულია ერთ-ერთი მათგანი. მას მრავლობითი მოტეხილობები და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.

ავტორი: